ჩვენი პროდუქტის (iOS, Android & Web) განვითარებისთვის ვეძებთ დეველოპერს, რომელიც იმუშავებს ჩვენს Front-end-ის გუნდთან ერთად React Native-ის და React-ის მიმართულებით.
შენი ძირითადი სამუშაო:
- აპლიკაციის (iOS, Android & Web) ახალი ფუნქციების შემუშავება
- არსებული ფუნქციების გაუმჯობესება
- კოდის დებაგინგი და აპლიკაციაში არსებული ტექნიკური პრობლემების გადაჭრა
- პროდუქტის გუნდთან კოორდინაცია
შენ მოგაქვს:
- მობილურ და ვებაპლიკაციებზე მუშაობის 2+ წლიანი პროფესიული გამოცდილება
- React Native-ის და React-ის საფუძვლიანი ცოდნა
- RESTful API სთან მუშაობის გამოცდილება
- მობილური აპლიკაციების Performance ოპტიმიზაციის ცოდნა
- Git ვერსიის კონტროლის სისტემის გამოყენების ცოდნა
- ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა
რატომ უნდა შემოგვიერთდე:
- გახდები ნაწილი სწრაფად მზარდი, გლობალური მასშტაბის მქონე სტარტაპის
- გექნება შესაძლებლობა იმუშაო ინოვაციურ AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და საერთაშორისო გამოცდილება
- მხიარული, ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი
დამატებითი ინფორმაცია და ბენეფიტები:
- ადგილმდებარეობა: Fully remote
- გრაფიკი: Semi-flexible
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (100%)
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც მოწვეული იქნებიან გასაუბრებაზე.
თქვენ მიერ გამოგზავნილი პირადი ინფორმაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. თქვენი კანდიდატურა შეიძლება განხილულ იქნეს "Talkpal"-ის თქვენთან შესაძლო სამომავლო შრომითი ურთიერთობის მიზნით.